ბრიტანულმა კომპანია Vanilla Pixel-მა შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ავიაკატასტროფის პროგნოზირება გახდა შესაძლებელი.
პროგრამა - Am I Going Down? აანალიზებს რეალურ რეისებს, რათა შესაძლო ავიაკატასტროფების შესახებ პროგნოზი დადოს.
Am I Going Down? -ის შემქმნელის ნიკ ჯონსის განმარტებით, Am I Going Down? სპეციალურადაა შექმნილი მათთვის, ვისაც ფრენის ეშინია.
"პროგრამის წარმოდგენით მე მსურდა მეჩვენებინა, რომ ავიაკატასტროფების რისკი ძალიან მინიმალურია"- განაცხადა მან.
ჯონსის განმარტებით, თუ კი მგზავრი ყოველდღიურად იფრენს, 11 ათასი წლის განმავლობაში შანსი იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდეს- არის მინიმალური.