საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დღეიდან დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითასრების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენს ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეები კვირის განმავლობაში. შეხვედრას ასევე ესწრება შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლი.
"აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რომ გათვალისწინებულ იქნას ქართული ავიაკომპანიების და ამავდროულად მომხმარებელთა/მგზავრთა ინტერესები. შესაბამისად, მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარის ძირითადი მოთხოვნა იქნება - ფრენის სიხშირეების გადანაწილება განხორციელდეს პარიტეტის საფუძველზე იმგვარად, რომ მიღწეულ იქნას ზემოაღნიშნული მიზნები", - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.