მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ობტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. ჯიმ იონ კინის ვარაუდით, 2015 წლის მეორე ნახევრისთვის ბარელი ნავთობის ღირებულება 60 დოლარს შეადგენს. მისივე თქმით, "შავი ოქროს" ფასი ძველ ნიშნულს სავარაუდოდ აარ დაუბრუნდება, ნავთობის გაიაფებით კი პირველ რიგში რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია და კოლუმბია იზარალებენ. "შავი ოქროს" გაიაფება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ბარელის ფასი 105-დან 45 დოლარამდე დაეცა.