დავოსში ვიზიტად მყოფი საქართველოს დელეგაცია ინდური მულტინაციონალური IT, ქსელური ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მხარდაჭერი პროვაიდერი კომპანიის Tech Mahindra-ს ხელმძღვანელს ვინიით ნაიარს შეხვდა.
Tech Mahindra-ს წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში. 2014 წელს კომპანიის მოგებამ 598 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
მასალის გამოყენების პირობები