მიმდინარე წლის 20 იანვარს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მონაწილეობას მიიღებს Euromoney-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებს ეძღვნება. ფორუმი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება.
Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალია და მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებს მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკების, კორპორაციების, სამთავრობო და ფინანსური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.