„სხვა საქართველო - ერთდროს საბჭოთა რესპუბლიკა, ახლა კი ხელახლა დაბადებული ქვეყანა, რომელიც ვიზიტორებს ღვინითა და სითბოთი მასპინძლობს." ამ სათაურით საქართველოს შესახებ პოპულარული კანადური გაზეთი Winnipegfreepress დევიდ კონორსის სტატიას აქვეყნებს: „როდესაც ხალხს ვეუბნებოდი, რომ საქართველოში წასვლას ვაპირებდი თითქმის ყველა რეი ჩარლზის სიმღერას იწყებდა Georgia, Georgia. მაგრამ არასწორად მღეროდნენ, მათ Beatles-ების Back in the U.S.S.R უნდა ემღერათ. "OH, SHOW ME ROUND YOUR SNOW PEAKED MOUNTAINS WAY DOWN SOUTH..." „THAT Georgia's always on my my my (my my my my) mind." როდესაც გაიგებდნენ თუ რომელ ჯორჯიაზე იყო საუბარი მეკითხებოდნენ, რატომ მიდიხარ საქართველოში? არ ვიცოდი რა მეპასუხა. ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა ამ ქვეყანაზე. შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარე საქართველოს თითქმის მანიტობას ტბისხელაა, მაგრამ თუ ამ ქვეყნის მთებს დავაუთოვებთ, უფრო ფართო გახდება. საქართველოს საზღვარს ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის ქედი იცავს, ეს მთები ალპებზე მაღალია,- სამხრეთით კი მცირე კავკასიონის ქედი. აბრეშუმის გზის მოგზაურებისა და ვაჭრებისათვის ეს ქვეყანა იდეალურ დერეფანს წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში მონღოლი, სპარსი და თურქი დამპყრობლები საქართველოს გასაძარცვად მოდიოდნენ. მაგრამ კვლავ ისმის შეკითხვა რატომ საქართველო? და არა ალპებში მდებარე რომელიმე უფრო სასურველი ქვეყანა. ვეცდები ამ კითხვას პასუხი გავცე. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის ოქტომბერში პრესტური მოაწყო. ვინიპეგიდან, ჩიკაგოდან, ბოსტონიდან, სან-ფრანცისკოდან, ვანკუვერიდან და კიდევ რამდენიმე ქალაქიდან გამოცდილი მოგზაური ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. საქართველოს თბილი კლიმატით ყველანი მოვიხიბლეთ . აღმოსავლეთ საქართველოში მთის კალთები დაფარულია ზვრებით, დასავლეთ საქართველოს დაბლობი კი სუბტროპიკულია. ზამთარში, თბილისში იშვიათად ყინავს. ჩვენ მოგვეწონა მკაცრი, მაგრამ მეგობრული ხალხი. ვიზიტის პირველივე დღეს 14 სხვადასხვა ღვინო დავაგემოვნეთ. ქართული ნატურალური ღვინო ქვევრში მზადდება. ეს არის კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელი, რომელიც მიწაშია მოთავსებული. ზოგიერთი ქვევრი 300 წლის წინ შეიქმნა და დღესაც თავის ფუნქციას ასრულებს. ღვინის წარმოება საქართველოში ანტიკურ ეპოქაში დაუწყიათ, ქრისტეს შობამდე 6 ათასი წლის წინ. საქართველოში ვაზის 525 ჯიშია შემორჩენილი. ამ ქვეყანაში ყველას თითქმის პატარა მარანი აქვს. უწინ ქართველი მეომრები ბრძოლის წინ ჯავშანზე ყურძნის მტევნებს იმაგრებდნენ, თუ დაიღუპებოდნენ ბრძოლის ველზე დაკრძალავდნენ, მათი სხეულიდან კი ვაზი გაიზრდებოდა. ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც აქვთ ვაზის კულტურა, ამიტომ კვლავ ისმის შეკითხვა რატომ საქართველო? პასუხია ასეთია, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღადგინა, თბილისმა ახლახანს აღნიშნა დაარსების 1500 წლის იუბილე, ამავდროულად საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის დასრულებაც იზეიმა. საქართველო დაბინძურებულია მიტოვებული საბჭოთა ქარხნის ნანგრევებით, უფრო ძველია იერი აქვს ვიდრე მე-11 საუკუნეში აგებულ ტაძრებს, თბილისი კი საბჭოთა კორპუსებითაა გარშემოტყმული. სულ მცირე 20-ჯერ გაანადგურეს დამპყრობლებმა თბილისი. განსაკუთრებით მძიმე იყო საბჭოთა ოკუპაცია, ასევე 2008 წლის ომი, როდესაც რუსეთმა სამაჩაბლოს ოკუპაცია მოახდინა, იგივე ტაქტიკით დღეს რუსეთი უკრაინაში მოქმედებს...„ დევიდ კონორსი სტატიაში თბილისის ისტორიულ უბნებს, ქართულ არქიტექტურას, ციხე-სიმაგრეებს აღწერს. სტატიაში საუბარია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. აღწერილია ქართული ტრადიციები, ქართული სუფრა, კულტურა. კანადელი ჟურნალისტი მკითხველს სვანეთში მოგზაურობით მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. აღწერს იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მყოფ უშგულს. „...და მაინც რატომ საქართველო? ამ კითხვაზე მტკიცე პასუხი ალბათ არავის აქვს. საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ძალიან ბევრი ტურისტი. ადგილობრივები ტურისტების სიმრავლით ჯერ არ დაღლილან, მათ გულწრფელად უხარიათ უცხოელების ჩამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ეს ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. სვანეთში ჩასვლისას პირველი არ ხარ ვინც მე-11 საუკუნის კოშკები იხილე, მაგრამ გრძნობ, რომ თითქოს პირველი ხარ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში სასტუმროების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. სვანეთში შევხვდით ტურისტებს, ისინი სოფლიდან სოფელში მოგზაურობდნენ და უშგულში, მე-12 საუკუნის გესთჰაუზში რჩებოდნენ. ბევრი ტურისტია ისრაელიდან და გერმანიიდან, უფრო მეტი ტურისტი ეწვევა მომავალში სვანეთს. საქართველოს ტურიზმისთვის ასეთი სლოგანი მოვიფიქრე: მიიღე სანამ შეგიძლია." სტატიის ბოლოს კანადელი ჟურნალისტი მოკლედ აღწერს იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ეწვიო საქართველოს. „რატომ უნდა წახვიდე საქართველოში, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მრავალი მიზეზი არსებობს. ყველი რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გასინჯეთ ქართული ყველი. ქართული მოცარელი, სულგუნი ოდნავ მომჟავო და მარილიანია, ამ ყველს ხშირად იყენებენ ხაჭაპურის გამოსაცხობად. ჭაჭა ეს არის კრისტალურად სუფთა ლიქიორი. ქვევრიდან ღვინის ამოღების შემდეგ დარჩენილი სითხისგან ჭაჭის გამოხდა ხდება. მოტკბო, ოდნავ მცენარეული სითხეა, რომელიც სასიამოვნოდ გარტყამს. ჩურჩხელა ამ ტკბილეულს ქართულ სნიკერსს ეძახიან. იყიდება ბაზრებსა და გზებზე. უსწორმასწორო სოსისის ფორმა აქვს. შინგით სავსეა ნიგვზით. შუასაუკუნებში ქართველ ჯარისკაცებს ჩურჩხელა ომში მიჰქონდათ. ეს მათთვის ენერგიის წყარო იყო. ევროპა აზიაში საქართველოს რუსეთი, სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება. წმინდა ნინოს მეოხებით ( წმინდა ნინომ ვაზისგან გაკეთებული ჯვრით საქართველო ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია) ეს ქვეყანა ძირითადად ქრისტიანულია და საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს. ისტორია სიდონიას შესახებ სიდონიას ძმა ქრისტეს ჯვარცმის მოწმე გახდა და იესოს კვართი რომაელი ჯარისკაცებისგან შეიძინა. საქართველოში ჩამობრძანებული კვართი სიდონიამ გულში ჩაიხუტა და სიხარულისგან გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს, მის საფლავზე კი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი აიგო. იოსებ სტალინი ქართველებს ეზიზღებათ საბჭოთა დიქტატორი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გორი მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი პიროვნების დაბადების ადგილია. სტალინის მშობლიური სახლის გარშემო მუზეუმია მოწყობილი. ქართველების ზიზღი შემდეგნაირად გამოიხატება: ისინი არ დადიან მუზეუმში, არ ხარჯავენ დიდ ფულს მუზეუმისათვის და შენობა ცუდ მდგომარეობაშია გოგირდის ცხელი აბანოები თბილისის აბანოების გუმბათებს ფუტკრის სკის ფორმა აქვს. აბანოები ძველთბილისში მაღაზიებთან და კაფე-ბარებთან ახლოს მდებარეობს. ეს შენობები მე-18 საუკუნეშია აგებული. გოგირდის ცხელი წყლის აბანოები ერთდროს თბილისური საზოგადოების ცენტრი იყო. აქ მაჭანკლებს სასურველი ახალგაზრდა გოგოები მოჰყავდათ და შემდეგ სასიძოებს ურიგებდნენ. „