2016 წლისთვის პლანეტის უმდიდრესი მოსახლეობის 1 % -ი იმაზე მეტი სიმდიდრის მფლობელი იქნება, ვიდრე დანარჩენი 99 %-ის ქონება.
ასეთი გაფრთხილებით ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი გამოვიდა.
ორგანიზაცია ცდილობს, დავოსში მსოფლიოს საერთაშორისო ფორუმის გამართვამდე, რომელიც ყველაზე გავლენიან ადამიანებს აერთიანებს, ყურადღება მსოფლიოში მზარდ უთანასწორობაზე გაამახვილოს.
Oxfam-ის ხელმძღვანელმა უინი ბიანინმა განაცხადა, რომ უთანასწორობამ შემაძრწუნებელ მასშტაბებს მიაღწია და ყველაზე მდიდარსა და ყველაზე ღარიბს შორის სხვაობა ძალიან სწრაფად იზრდება.
ამასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ორგანიზაციამ მსოფლიოს ხელუსუფლებებს გადასახადებისგან თავის არიდებასთან ბრძოლისა და სახელმწიფო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.
ასევე, მოუწოდა კანონდებლობით განსაზღვროს შრომის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი და საარსებო მინიმუმი, რათა ხელი შეუწყოს შემოსავლების უფრო თანაბარ გადანაწილებას.