დღეს, 13 აპრილს, პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება.
პოლონეთში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ამჯერად სამშობლოში 16 ქართველს დააბრუნებენ.
პოლონეთიდან ეს უკვე საქართველოს მოქალაქეების მესამე დეპორტაცია იქნება. ოფიციალური ვარშავის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა არალეგალ ქართველს აძევებენ.
საქართველოს მოქალაქეები თბილისში 18:00 საათისთვის ჩამოფრინდებიან.