Libyan Airlines-ი ევროპაში რეისებს საქართველოსგან ნაქირავები თვითმფრინავით შეასრულებს. ნახევარ წლიანი პაუზის შემდეგ, ლიბიის ავიაგადამზიდავი რეისებს ევროკავშირის მიმართულებით განაახლებს. თავის დროზე კომპანიის მიერ რეისების შეჩერება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდებოდა.
კომპანიის ინფორმაციით, Libyan Airlines-ი 24 იანვრიდან ევროპის, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მიმართულებით ისევ დაიწყებს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას. ფრენები კვირაში ერთჯერ შესრულდება. თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტი ევროპის მიმართულებით სიხშირეების დამატებას არ გამორიცხავს.
როგორც რუსული მედია, კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება, Libyan Airlines-ი გერმანიის მიმართულებით რეისები საქართველოსგან ნაქირავები Airbus A320-ის საშუალებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან ავიაკომპანიებმა ლიბიის მიმართულებით ფრენები ქვეყანაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო შეაჩერეს.