ქუთაისში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა წუხელ, აღმაშენებლისა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელის", BMW-სა და "რენოს" მარკის ავტომანქანები შეეჯახა.
"რენოს" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოეკიდა და აფეთქდა, რის შედეგადაც მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მგზავრი ადგილზე დაიღუპნენ.
დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.