,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ,,სოლიდარობის ფონდთან" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმებას ხელი ,,იმედის დილის" პირდაპირ ეთერში ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და ,,სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა მოაწერეს. დღეიდან, გუდაურსა და დიდველზე გაყიდული ყოველდღიური აბონემენტიდან თანხის ნაწილი ,,სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება. ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ 21 წლამდე ახალგაზრდების საზღვარგარეთ მკურნალობას აფინანსებს. საქველმოქმედო პროექტში ავტომატურად ჩაერთვება ყველა, ვინც აბონემენტით სარგებლობს - პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები, ტურისტები და დამსვენებლები. იხ. ლინკი https://www.youtube.com/watch?v=n2DQxa2uUmo