Airbus-მა 2015 წლისთვის თვითმფრინავების ფასები გამოაქვეყნა. უნდა აღინიშნოს, რომ ხომალდების ფასი გასული წლის ფასებთან შედარებით 3,27%-ითაა გაზრდილი.
ყველაზე დაბალფასიანი მოდელის A318-ს ღირებულება კატალოგის მიხედვით 74,3 მლნ დოლარია. ხოლო A380-ის ღირებულება, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულ თვითმფრინავად ითვლება - 428 მლნ დოლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფასი საბოლოო არაა და ის გადახედვას ექვემდებარება, რაც თავის მხრიც დამოკიდებულია დაკვეთილი თვითმფრინავების რაოდენობაზე და მის მოდიფიკაციაზე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს Airbus-მა ხელშეკრულების ფარგლებში დამკვეთებს 629 ერთეული ავიალიანერი მიაწოდა.
Airbus-ის განახლებული ფასები კი ასეთია:
მოდელი ფასები $ მლნ.
A318 74.3
A319 88.6
A320 97
A321 113.7
A319neo 97.5
A320neo 106.2
A321neo 124.4
A330-200 229
A330-800neo 249.6
A330-200 Freighter 232.2
A330-300 253.7
A330-900neo 284.6
A350-800 269.5
A350-900 304.8
A350-1000 351.9
A380-800 428