მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდა მოახერხა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობით აეროპორტი 1 343 მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2013 წელს აეროპორტმა მხოლოდ 885 მგზავრი გაატარა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს აეროპორტმა 51,75%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე ეს 2013 წელს მოახერხა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა 2 922 მგზავრის მომსახურება მოახერხა. 2014 წელს 2012 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 54%-ითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველოს აეროპორტებმა 2 მლნ 8 ათას 171 მგზავრი გაატარეს, რაც 9,51 %-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლებზე.