ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 2,15%-ითაა გაზრდილი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 213 ათას 439 მგზავრმა ისარგებლა, 2013 წელს კი - 208 ათას 937 მგზავრმა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2,15%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა,ხოლო თუ 2014 წლის მაჩვენებელს 2012 წლის მაჩვენებლებთან შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ზრდა 26,66%-ია.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველოს აეროპორტებმა 2 მლნ 8 ათას 171 მგზავრი გაატარეს, რაც 9,51 %-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლებზე.