2014 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1მლნ 575 ათას 386 მგზავრს მოემსახურა, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ცენტრალურმა აეროპორტმა 2013 წელს 1 მლნ 436 ათას 46 მგზავრს გაუწია მომსახურება. შესაბამისად 2014 წელს 2013 წელთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 9,70 %-ითაა გაზრდილი, 2014 წლის მონაცემები 29,22 %-ით მეტია ასევე 2013 წლის მაჩვენებლებზე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველოს აეროპორტებმა 2 მლნ 8 ათას 171 მგზავრი გაატარეს, რაც 9,51 %-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლებზე.
მასალის გამოყენების პირობები