საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრების მოცულობა 10 %-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს აეროპორტებმა 2 მლნ 8 ათას 171 მგზავრი გაატარეს, რაც 9,51 %-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებლებზე. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 მლნ 833 ათას 807 მგზავრი გადაადგილდა. 2012 წლის მონაცემებით კი აეროპორტებმა 1 მლნ 403 ათას 538 მგზავრს გაუწიეს მომსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს 2012 წელთან შედარებით აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრთნაკადი 43,05 %-ითაა მომატებული.