კომპანია ბილაინი ლიცენზიის საფასურს 50,7 მილიონ ლარს საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი გადახდის გზით შეიტანს . 14 იანვარს, 12.00 -ზე , სასტუმროში Radisson Blue Iveria , კომპანია ბილაინის გენერალური დირექტორი გიორგი ტყეშელაშვილი და ბილაინის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც სხვა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით აინტერესებთ.
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია, როგორც ინტერნეტის დანერგვის წაინასწარათქმულ ვადებზე, ასევე დაფარვის არეალზე, საფასო პოლიტიკასა და ინტერნეტის ტექნიკურ პარამეტრებზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის მიერ მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების დასანერგად ლიცენზიის გასაცემ აუქციონში ბილაინმა გაიმარჯვა.
სულ ბილაინს მეოთხე თაობის ინტერნეტის დანერგვისათვის საჭირო ლიცენზია 50,7 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
მასალის გამოყენების პირობები