გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ. მტკვარზე, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ბრაკონიერებმა 24 კგ ხრამულისა და ნაფოტას ჯიშის თევზი აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით მოიპოვეს.
სამართალდამრღვევბს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული თევზი და აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.