საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმზე.
„დღეს აქ უამრავი ესტონური კომპანიაა წარმოდგენილი, რაც ადასტურებს ჩემს სიტყვებს, რომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებსაც მივესალმებით ესტონეთში. ვიცით, რომ საქართველოში კარგი ღვინო და თხილია, მაგრამ ასევე არსებობს სავაჭრო ბაზრის მრავალფეროვნების გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რასაც ჩვენი მთავრობები აკეთებენ კიდეც" - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.