„დანკინ დონატსი" საქართველოშია. „დანკინ დონატსმა" „ვისოლ ჯგუფთან" ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. #36ა-სა და ცინცაძის #37-ში ამერიკული რესტორანი გახსნა.
როგორც ცნობილია, „ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის" რესტორანს გახსნის.
„დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.
"„ვისოლ ჯგუფს" გააჩნია უკლებლივ ყველა ის ინგრედიენტი, რომელთა საფუძველზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას პარტნიორი კომპანიის შერჩევისას. "ვისოლ ჯგუფი" ფლობს საცალო ბიზნესის შექმნისა და მართვის სიღრმისეულ ცოდნას. ამ ბიზნესს ჯგუფს ასევე აქვს სათანადო გამოცდილება რესტორნების ოპერირების კუთხით. „ვისოლ ჯგუფთან" ერთად ჩვენ ამბიციური განვითარების გეგმები გვაქვს საქართველოში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის მოსახლეობა მზადაა „დანკინ დონატსის" სტუმრობის უნიკალური გამოცდილება მიიღოს და უგემრიელესი სენდვიჩების, დონატების, ფუნთუშეულის თუ სხვა კერძების და ყავის პროდუქტების ყოველდღიური მომხმარებელი გახდეს", აცხადებს „დანკინ დონატსის" ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში - კარლოს ვიდალი.
„დანკინ დონატსი" მსოფლიოს 37 ქვეყანაში 11,000-ზე მეტი რესტორნითაა წარმოდგენილი, მათ შორის 150 ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ესპანეთში, ბულგარეთსა და რუსეთშია განთავსებული. „დანკინ დონატსის" ამერიკულ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს ულამაზესი და მრავალფეროვანი დონატები, სხვადასხვა უგემრიელესი სენდვიჩები, ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი სასმელები, ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები."დანკინ დონატსი" მენიუში ადგილობრივი გემოვნების გათვალისიწინებით შექმნილ პროდუქტებსაც შემოიტანს.
"„ვისოლ ჯგუფისათვის" პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „დანკინ დონატსის" საქართველოში შემოყვანა. „ვენდის" შემდეგ „ვისოლ ჯგუფისათვის" ეს იქნება უკვე მეორე ამერიკული რესტორნების ქსელი, რომელსაც ჩვენ საქართველში განვავითარებთ. ასეთი მასშტაბური, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნისადმი, მისი ეკონომიკისა და ბიზნესისადმი. უახლოეს წლებში ჩვენ ბევრ ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და კიდევ ერთ, დამატებით სტიმულს მივცემთ უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს დაინტერესდნენ საქართველოში საკუთარი ბიზნესის განვითარებით. საქართველოში „დანკინ დონატსის" ბრენდის და შესაბამისად მათი რესტორნების ქსელის არსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის სტაბილურობას და მსხვილი, მულტინაციონალური ბრენდების მხრიდან ინტერესს ქვეყნისადმი", აცხადებს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი - სოსო ფხაკაძე.