Yahoo-მ Google-ს აშშ-ს ბაზრის ნაწილი წაართვა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გასულ წელს აშშ-ში საძიებო ბაზარზე Google-ს წილი 4,1%-ით, ანუ 75,2%-დან 79,3%-მდე შემცირდა.
იმავდროულად კი Yahoo-მ აშშ-ში პოზიციები გაიმყარა და საკუთარი წილი 7,4%-დან 10,4%-მდე გაზარდა.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ Yahoo-ს დაწინაურება Yahoo-სა და Mozilla-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც Firefox-ის მთავარი საძიებო სისტემა Yahoo გახდა. აღნიშნულ პოზიციას კი 2004 წლიდან Google იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ Firefox-ით აშშ-ს მოსახლეობის 12 %-ზე მეტი სარგებლობს. ზოგადად კი აშშ-ში Google-ს პოზიციების შესუსტება 2008 წლიდან შეინიშნება, რაც თავის მხრივYahoo-ს დაწინაურებას უკავშირდება.
ბაზრის ახლაბულ გადანაწილებაზე, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ არც Google-ში და არც Yahoo-ში.