საქართველო ბიშკეკში დაგეგმილ საერთაშორისო აგროსამრეწველო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.როგორც, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, 20-22 მაისს, ყირგიზეთის რესპუბლიკაში ქ. ბიშკეკში დაგეგმილია საერთაშორისო აგროსამრეწველო გამოფენა „Айыл-Агро 2015", სადაც მონაწილეობის შანსი ქართველ მეწარმეებსაც შეეძლებათ. აღნიშნულ გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი პროდუქცია ახალ ბაზრებს წარუდგინონ და ასევე პროდუქციის გასაღების ახალი გზები მოიძიონ.
მასალის გამოყენების პირობები