საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტისათვის (IMSAS) აქტიურ მზადებას განაგრძობს, რომელიც საქართველოს 2015 წლის თებერვალში ეწვევა.
ამ მიზნით მიმდინარე წლის 21-25 ივლისში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ევროკომისიის დაფინანსებული პროექტის TRACECA II ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ეწვია აუდიტორები კაჩიტ იალჩინი და ჟან შრედერი - რათა სააგენტოს ჩაუტარდეს IMSAS საცდელი აუდიტი (Mock Audit).
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, საცდელი აუდიტის შედეგების მიხედვით, განისაზღვრება სააგენტოში უახლოეს მომავალაში დაგეგმილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტის სავარაუდო შედეგები და მოხდება გეგმის შემუშავება პრობლემების აღმოსაფხვრელად, რათა მზად იყოს საქართველო ამ მნიშვნელოვანი გამოწვევისათვის.