ავსტრიული ავიაკომპანია FlyNiki 10 წუთიანი ფრენების განხორციელებას იწყებს. საუბარია ვენიდან ბრატისლავაში ჩაფრენაზე.
პირველი ფრენა 2 აპრილს განხორციელდება და ბილეთის ღირებულება 29 ევრო იქნება.
ზოგადად კი ავსტრიისა და სლოვაკეთის დედაქალაქებს შორის მანძილი 80 კილომეტრია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ავიაციაში ყველაზე უმოკლეს ფრენად კუნძულ ვესტრეიდან პაპა ვესტრეიზე გადაფრენა ითვლება, რომლის ხანგრძლივობაც 47 წამს შეადგენს.