იაპონიის ბაზარზე საქართველოს გასვლის მიზნით მარკეტინგულ სტრატეგიას იაპონური კომპანია JTB შეიმუშავებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა კომპანიის წარმომადგენელი ტოშიაკიOოდაშიმა. იგი საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გაეცნობა, ასევე ტუროპერატორებს შეხვდება. იგი თბილისის ღირშესანიშნაობებს მოინახულობს, დაათვალიერებს მცხეთას, გორს, სვანეთსა და ბათუმს.
საქართველოს იაპონიის ბაზარზე გასასვლელად შესამუშავებელი მარკეტინგული სტრატეგია კვლევებს დაეფუძნება. კვლევების ჩატარების საკითხები ტოშიაკი ოდაშიმას თბილისში ვიზიტის დროს განიხილება.