შანსი, რომ ახალ წელს ახალ სახლში შეხვედროდა 46-მა ოჯახმა ხელიდან არ გაუშვა. დირსის საცხოვრებელ კომპლექსში საახალწლო ციებ-ცხელება დეკემბერში დაიწყო და იანვარშიც აქტიურად გრძელდება. საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების ოფისში ბინის შეძენის მსურველთა ცოცხალი რიგი დგას. ასეთი ხმაური კი, კომპანიის უნიკალურ შეთავაზებას უკავშირდება.
უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კომპანია დაინტერესებულებს საშუალებას აძლევს მხოლოდ პირადობის მოწმობითშეიძინოს ბინა და პირველადი შენატანი 6 თვის განმავლობაში დაფაროს. დირსის მენეჯმენტი აღნიშნული აქცია იმ გარემოებებიდან გამომდინარე შეიმუშავა, რომ ბინის შეძენის მსურველებს ხშირ შემთხვევაში, წინასწარ შესატანი თანხა მოგროვებული არ აქვთ, შესაბამისად ისინი ახალი ბინის შეძენის შანსს კარგავენ. დირსის საახალწლო აქციის პირობებში კი, შესაძლებელია გააფორმოთ კონტრაქტი, დაჯავშნოთ ბინა და პირველადი მინიმუმი 6 თვის განმავლობაში მოაგროვოთ. ამ დროისათვის კი, თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ბინას იპოთეკით დატვირთავთ, თუ შიდა განვადებას გააკეთებთ.
თუკი 6 თვის განმავლობაში ბინის ღირებულების 30 %-ს მოაგროვებთ, დირსის პარტნიორი კომპანია „ვითიბი" ბანკი, მზად არის იპოთეკური სესხი 10 წლამდე ვადით, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე დაგიმტკიცოთ. ბანკი არ დაინტერესდება თქვენი შემოსავლების ანალიზით, შესაბამისად თქვენ გარანტირებული პირობა გაქვთ იმისთვის, რომ ბინა იპოთეკით დატვირთოთ და საცხოვრებლად გადახვიდეთ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ბინის ღირებულების 20 %-ის მოგროვებას შეძლებთ, „ბანკი რესპუბლიკა" გაძლევთ საშუალებას დაბალ - 9-დან 11-მდე საპროცენტო განაკვეთში სესხი 15 წლამდე ვადით დაიმტკიცოთ. ამ შემთხვევაში ბანკი თქვენს შემოსავლებს ამოწმებს, თუმცა სესხის მიღების შანსი მაინც დიდია, იქიდან გამომდინარე რომ უზრუნველყოფა უკვე დასრულებულ დირსის უძრავ ქონებაზე ხდება. ბინა გარემონტებულია, მზად არის საცხოვრებლად და ბანკიც მას საკმაოდ მაღალი ქულებით აფასებს.
როგორც საცხოვრებელი კომპლექსი დირსის მენეჯმენტში აცხადებენ,აქცია სულ 20 იანვრამდე გაგრძელდება. მხოლოდ ამ დრომდე შენარცუნდება კვ.მ.-ზე ფიქსირებული ფასი - 900 $. 20 იანვრის შემდეგ კი, როგორც ცნობილია ფასიც მოიმატებს და გადახდის პირობებიც შეიცვლება.
აღნიშნული აქციის პირობებში 46-მა მობინადრემ უკვე ისარგებლა. საერთო ჯამში კი თბილისის ახალ უბანში სულ 500-მდე ბინაა გაყიდული. პირველი მობინადრეები საცხოვრებლად საკუთარ ბინებში 25 დეკემბერს გადავიდნენ.