მალე მიდიები გაძვირდება და ის შესაძლოა დახლებიდან საერთოდ გაქრეს კიდეც. ოკეანეებში გლობალური დათბობით გამოწვეული მჟავეების კონცენტრაციის ზრდა იწვევს მოლუსკების ნიჟარების დათხელებას, რის შედეგადაც ისინი მტაცებლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომნი ხდებიან. აღნიშნულ დასკვნამდე გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ.