ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" ბაზარზე კიდევ ერთ უპრეცედენტო აქციას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას მომხმარებლებს აქვთ შანსი, შეიძინონ ბრიტანული ბრენდის STILENS-ის სასურველი ორი ნივთი და საჩუქრად მიიღონ შეძენილი ერთი ნივთის ღირებულების ნებისმიერი რაოდენობის ტექნიკა. მაგ. თუ შეიძენს 1000 ლარიან ტელევიზორს და 950 ლარიან სარეცხ მანქანას საჩუქრად, შეარჩევს 950 ლარის ღირებულების ტექნიკას დამატებით.
გარდა ამისა, თითოეული მომხმარებელი ყოველ შეძენილ ნივთზე გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, როგორც იცით ტექნო ბუმის გრანდიოზული გათამაშება უკვე ფინალს უახლოვდება და 14 თებერვალს ფინალში გათმაშდება ბოლო მოდელის Mercedes Benz-ი, ოროთახიანი ბინა თბილისში და საოცნებო სუპერ პრიზი-ნახევარი მილიონი ლარი.
„ტექნო ბუმის" უპრეცედენტო აქცია, რომლის ფარგლებში ბრიტანული ბრენდის STILENS-ის სასურველი ორი ნივთის შეძენისას, საჩუქრად მიიღებთ ერთი ნივთის ღირებულების ნებისმიერი რაოდენობის ტექნიკას, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა მაღაზიაში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში მოქმედებს. ასე რომ არ გამოტოვოთ ეს განსაკუთრებული შემოთავაზება და მიიღეთ სასურველი საჩუქრები.