ლეიბორისტული პარტია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მადლობას უხდის.
შალვა ნათელაშვილის გუნდი კმაყოფილებას "ობამას მიერ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო" გამოთქვამენ.
"საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ დოქტატორ სააკაშვილს უდიდესი მცდლეობის მიუხედავად აშშ-ში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში პრეზიდენტს ბარაკ ობამასთან შეხვედრა ჩაუვარდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, შეცვალოს ვიზიტის პროგრამა", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა კახა ძაგანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, "ლეიბორისტები" "ობამას მიბაძვისკენ" დემოკრატიული ქვეყნების სხვა ლიდერებსაც მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "მსოფლიო ლიდერების მიერ სააკაშვილთან შეხვედრებზე უარის თქმით, საქართველოში არსებული დიქტატორული რეჟიმი დამარცხდება".