ევროზონაში ფასები 0,2 პროცენტით დაეცა. 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ევროპის ცენტრალური ბანკი აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, ინფლაცია ევროზონაში უარყოფთ მაჩვენებელზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში დეფლაციის პროცესი დაიწყო. ფინანსური ექსპერტების განმარტებით, ინფლაციის შეჩერებას მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემამ შეუწყო ხელი. დეფლაცია ევროზონაში 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები