რუსეთსა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულებას ძალა არც შიდა და არც საერთაშორისო სამართლის ნორმებით არ ექნება.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების მოწყობის შესახებ ხელშეკრულების მომზადების კომენტირებისას განუცხადა.
"ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთის საქართველოს გვერდის ავლით აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან გააფორმებს სამართლებრივი ძალა არ ექნება. ოკუპირებულ რეგიონებთან კრემლს ასეთი არაერთი ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს, თუმცა მათ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარება არასდროს მოხდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების მოწყობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. აღნიშნულთან ხელშეკრულებასთან ე.წ. "რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების მოწყობას შესახებ" მოლაპარაკები უკვე დაწყებულია.