სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს შესაძლოა დაევალდებულოთ, რომ თვითმფრინავის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველ 15 წუთში შესაბამის უწყებას აცნობონ. აღნიშნული ნორმის შემუშავებაზე ICAO უკვე აქტიურად მუშაობს. როგორც ICAO-ში განმარტავენ საკითხზე მსჯელობა თებერვალში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე გაგრძელდება. თუ კი კონფერენციის მონაწილეები იდეას მოიწონებენ, მაშინ ახალი ნორმა ძალაში მალე შევა.
აღნიშნულ რეგულაციაზე ფიქრი ICAO-ში კომპანია Malaysia Airlines -ის თვითმფრინავის გაუჩინარების შემდეგ დაიწყეს.