„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურის პროფესიონალი კადრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ადგილობრივებს და ჩამოსულ სტუმრებს გუდაურის შიდა გზებზე პრობლემა არ შეექმნათ. კომპანიის მიერ მობილიზებული სპეცტექნიკით (თოვლკვლევით) ინტენსიურად იწმინდება დათოვლილი მონაკვეთები.
„ამ წუთებში ჩართულია პირველი საბაგირო და ვიზიტორები სრიალებენ. დანარჩენი საბაგიროები გამორთულია ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო. სასტუმროები დატვირთულია და მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში" - აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში"