ბაზრობის მოვაჭრეები სალარო აპარატის გარეშე საქმიანობას 2016 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ. შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზრობის მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ისევ ექნებათ. ამ მიმართულებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები გასულ მწელს უკვე შევიდა.
ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, 2016 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.