კომპანია Microsoft-მა ყველაზე დაბალფასიანი სმარტფონის Nokia 215-ის შესახებ განაცხადა. როგორც უცხოური მედია წერს, ახალი სმარტფონი OS Nokia Series 30+ -ის ბაზარზე იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონზე ვერ მოხერხდება Android-სა და iOS-სათვის განკუთვნილი პროგრამების ჩამოტვირთვა. სამაგიეროდ სმარტფონს შესანიშნავი საძიებო სისტემა Bing ექნება და მასზე თავისუფლად შეიძლება MSN-ის, Twitter-ის, Facebook-ისა და Opera Mini-ს ჩამოტვირთვა.Nokia 215 მხოლოდ 2G ინტერნეტზე იმუშავებს. აპარატი იქნება როგორც ერთ, ასევე ორ SIM-ბარათიანი და მისი ეკრანის მოცულობა 2,4 დიუმი იქნება. სმარტფონს არ ექნება Wi-Fi-ი მხარდაჭერა, თუმცა მისი ელემენტი 21 დღის განმავლობაში ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს. წინასწარი ინფორმაციით, სმარტფონის ღირებულება 30 დოლარი იქნება.