„ორბი ჯგუფმა" ბაკურიანში აპარტოტელი „ORBI PALACE" გახსნა. „ორბი პალასში" თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ნომრები, რესტორანი-ქართული და ევროპული კერძებით, საბავშვო გასართობი ოთახები, აუზი, სპა და ფიტნეს-ცენრი ფუნქციონირებს. ასევე გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების სრული პაკეტი: დაცვა, დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება და კონსიერჟი 24 საათაინ რეჟიმში, თხილამურების მოყვარულებისათვის სპეციალური შესანახი ოთახი. ახალ ობიექტში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
კომპანიის ინფორმაციით, გენერალურ დირექტორთან, ირაკლი კვერღელიძესთან ერთად ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილოება მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა ბარიტონმა ლადო ათანელმა და საქართველოს სახალხო არტისტმა გივი სიხარულიძემ. აპარტოტელის გახსნას ვიზიტორებთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები და საზოგადოებრივ მუსიკალურ პროექტებში, მეგა-შოუებში გამარჯვებულები, რომლებიც ორბი ჯგუფის აპარტამენტების მფლობელები არიან.