საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ა.წ. 15-17 იანვარს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ვიზიტის პროგრამის დეტალებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წარმატებით და ნაყოფიერად განხორცილების უზრუნველსაყოფად.
მასალის გამოყენების პირობები