ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს პარიტეტის საფუძველზე ფრენის უფლება - რეგულარული ფრენები კვირაში 18/18 სიხშირით - 31 იანვრამდე აქვთ. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების შესაბამის წარმომადგენლებს შორის გამართულ კონსულტაციებზე მიიღეს. შეხვედრა თბილისში გასული წლის 25 დეკემბერს გაიმართა.
ტექნიკური კონსულტაციების დროს განიხილეს ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა ფრენის სიხშირეები, დანიშნულების პუნქტების განსაზღვრა და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საქართველოს მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები 2015 წლის დასაწყისში.