2014 წლის დეკემბერში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,0 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით,
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (21,2 პროცენტი). ფასები ასევე გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,9 პროცენტი), თევზეული (3,2 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-1,3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 6,7 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფზე - სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (13,8 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4,0-პროცენტიანი ზრდა, რაც წლიური ინფლაციაზე 0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე (9,0 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები