უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტეინის ფორმატში ონლაინშეხვედრის შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა, უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-სგან მეტი იარაღი შეიძინონ.
ამის შესახებ ნატო-ს პრესსამსახური იუწყება.
რამშტაინის შეხვედრაზე დამსწრე თავდაცვის მინისტრების მიმართვისას რუტემ ხაზი გაუსვა იმ ინიციატივას, რომელიც მან და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას გამოაცხადეს უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის შესახებ, აშშ-ის დამატებითი რესურსების მიწოდებით, ევროპიდან და კანადიდან მოკავშირეების ინვესტიციების მეშვეობით.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეტი ამერიკული იარაღის შეძენით, ნატო-ს ქვეყნები შეძლებენ ერთდროულად განახორციელონ სამი ძირითადი ამოცანა, რომლებიც განსაზღვრული იყო 24-25 ივნისს ჰააგაში ალიანსის სამიტზე: სამხედრო ხარჯების გაზრდა, სამხედრო წარმოების გაფართოება და უკრაინის მხარდაჭერა.
როგორც ცნობილია, 14 ივლისს, ვაშინგტონში რუტესთან შეხვედრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდის, რომლისმხარჯებსაც ევროპული ქვეყნები და კანადა დაფარავენ.