მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დუბაიში აშენდება. The Mall of the World-ის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. პროექტის ინვესტორი Dubai Holding-ია. კომპანია პროექტის რეალიზაცია 2015 წლის პირველ კვარტალში შეუდგება. უკვე დათვლილია, რომ სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად სულ მცირე 180 მლნ ვიზიტორი ეყოლება. სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ განთავსებული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და საჭირო ობიექტები როგორებიცაა სასატუმროები, სამედიცინო დაწესებულებები, თეატრი, ცირკი და სწხვა გასართობი ობიექტები. პროექტის ღირებულება 6,8 მლრდ დოლარი იქნება და მისი მშენებლობა 10 წელში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები