2015 წლის 1-ლი იანვრიდან ლიტვა ევროზე ოფიციალურად გადავიდა. 2014 წლის მოერე ნახევრიდან კი ქვეყანაში ორი ძირითადი ვალუტა იყო: ევრო და ლიტი, ხოლო 2015 წლიდან კი მხოლოდ ევრო დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ევროზე გადასვლის გადაწყვეტილება 2014 წლის 23 ივლისს იქნა მიღებული. 23 დეკემბერს კი ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც უკვე ევროთი იყო შედგენილი.