რუსეთის ფედერაციაში სხვადსხვა ქვეყნიდან პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევიდა. ახალი ნორმის მიხედვით, კარანტინს ექვემდებარება ხილი და ბოსტნეული (როგორც ნედლი, ისე გამხმარი ან ჩირის სახით), ასევე თხილი, ჩაი და სხვა მსგავსი პროდუქცია.
ჩამოთვლილი სახეობების შეტანა ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყნიდან იკრძალება - მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან.
სხვა ქვეყნებიდან ზემოთჩამოთვლილი პროდუქტის შეტანა თითო ადამიანს 5 კილოგრამით განესაზღვრება. დიდი ოდენობით ხილის, ბოსტნეულის ან მწვანილის შეტანის მსურველს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერთიფიკატი და ნებართვა ,,როსსელხოზნადზორიდან.".