ახალი წლიდან თამბაქო ნაწარმი გაძვირდა გაძვირდა. სიგარეტზე ფასი საშუალოდ 20-50 თეთრითაა გაზრდილი.
სიგარეტზე ფასის ზრდა აქციზის გადასახადის გაზრდით არის გამოწვეული.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აქციზის ზრდა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანი კი თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირებაა.
2015 წლის 1 ივლისიდან კი თამბაქოს ნაწარმის აქციზის დაბეგვრის ახალი ე წ. „შერეული სისტემა" შემოდის, რომლის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზის სხვადასხვა ფასი იქნება.