საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ათენში საქართველოს დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, დაღუპული 24 წლის ირაკლი მაჭავარიანია, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სწორედ ამის ამის იყო დაკავებული.
საბერძნეთში საქართველოს საელჩოში კი აცხადებენ, რომ გარდაცვლილი წამალდამოკიდებული იყო და იგი ე.წ. "ლომკის" დროს გარდაიცვალა.
ირაკლი მაჭავარიანის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ორ დღეში გადმოასვენებენ.