ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელი 2015 წელს საქართველოში ჩამოსულ პირველ საერთაშორისო ვიზიტორებს აეროპორტში, ღვინით, ტკბილეულითა და სიმბოლური საჩუქრებით დახვდა. ტურისტები თბილისს იტალიის ქალაქ ვერონიდან 1 კვირით ეწვივნენ. მოინახულებენ ქუთაისსა და ბათუმსაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ 2015 წელს საქართველოს ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები