კორპორაცია Apple დიდი ბრიტანეთის წამყვან ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა საკუთარი საგადამხდელო სისტემა Apple Pay გაუშვას. წინასწარი ინფორმაციით ახალი სისტემის გაშვება 2015 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც კი აცხადებს, რომ Apple Pay-ს გაშვება შესაძლოა "ჩაკბეჩილი ვაშლისათვის" ერთგვარი პლაცდარმი გახდეს, რათა ის შემდგომ საბანკო სექტორში შევიდეს.
Apple Pay iPhone 6-ს მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სადებეტო და საკრედიტო ბარათები სმარტფონში ჩატვირთონ და აპარატის საშუალებით აწარმოონ გადახდები. თავდაპირველად Apple Pay-ის გაშვება ევროპასა და ჩინეთში იგეგმება.