უკრაინაში ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციამ გაჟონა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 6-ე ენერგობლოკზე მომხდარი ავარიის შედეგად რადიაციის დონე ნორმას 16-ჯერ აღემატება.
უკრაინის ხელისუფლებამ ავარიის ფაქტი უკვე დაადასტურა, თუმცა რადიაციის გავრცელების შესაძლებლობას ოფიციალურად უარყოფს.