შავი ოქროს ფასი ბოლო 5,5 წლის მინიმუმამდე დაეცა. „ბრენტის" მარკის საწვავის ღირებულება 30 დეკემბრის მონაცემებით 57 დოლარს შეადგენს. საფრთხე იმისა, რომ ნავთობის მოპოვება შემცირდებოდა, ლიბიაში მომხდარმა ინციდენტმა გაზარდა.
ისლამისტებმა ეს-სიდრში სანავთობო რეზერვუარი ააფეთქეს, თუმცა ბირჟის ანალიტიკოსთა მტკიცებით, ტერაქტს ნავთობმოპოვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეუმცირებია.