ისრაელში საქართველოს 45 მოქალაქისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხს საემიგრაციო სამსახური დღეს განიხილავს.
საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ისარელში საქართველოს კონსული შეხვდება. კონსული იმ ქართველებთანაც გამართავს შეხვედრას, რომლებმაც ისარელს თავშესაფარი სთხოვეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს საქართველოს საგარეო უწყებაც.
ისარელის კანონმდებლობის თანახმად, საემიგრაციო პოლიციამ ქართველებს ქვეყნის ტერიტორიაზე სამი თვით დარჩენის უფლება მისცა. თავშესაფრის მაძიებლის ისარელიდან გაძევება მათი კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია.
45 ქართველი ისარელში სააღგომოდ მოსალოცად ჩავიდა, რის შემდეგაც მათ თავშესფარი მოითხოვეს.